“ყველაფრის მცოდნეებს საბოლოოდ ასე ემართებათ…” - რას წერს მეტეოროლოგი

კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: 

"ორი კვირის წინ ქარიშხალზე რომ გაფრთხილებდით, სწორედ მაგ დღეს გავხდი ბულინგის, ლანძღვა გინების და წყევლის მსხვერპლი, ზოგი რას გვაშინებო აგრესიას ავლენდა, ზოგი  ტელეფონისკენ მიმითითებდა აქაც ვნახავთ თუ რამე იქნებაო…

ხოდა რახან ასე ყველაფერი იცით და მადლიერების ნაცვლად, უმადურობას ავლენთ, დაგტოვეთ გუშინ მარტო თქვენს პროგნოზებთან 

ამიტომაც ხართ ზოგი, კარ-ფანჯარა ჩამოგდებული, ზოგი სახურავის გარეშე და ზოგიც ქოლგა დანაცემი 

ყველაფრის მცოდნეებს საბოლოოდ ასე ემართებათ",-წერს კობა.