გიორგი ქვილითაია კარიერას „მეცში“ აგრძელებს

გიორგი ქვილითაია

ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია ფრანგულ კლუბ „მეცში“ გადავიდა. კონტრაქტი 6 თვით გაფორმდა, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კი მხარეები თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობაზე იმსჯელებენ.

ამგვარად, „მეცში“ ქართველ ფეხბურთელთა რაოდენობამ 3-მდე გაიზარდა - გუნდში ასევე ირიცხებიან გიორგი აბუაშვილი და გიორგი წიტაიშვილი. მანამდე კი „მეცის“ ღირსებას გიორგი მიქაუტაძე იცავდა.

„მეცი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 12 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო, მე-18 ადგილს იკავებს.