გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ კონკურენტი „ლილი“ დაამარცხა

მიქაუტაძე

გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტს, „ლილს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 2:1.

28-ე ტურის დაპირისპირებაში „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ შესანიშნავ ფორმაში მყოფი მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა – მოედანზე კი გუნდის კაპიტანი, ალექსანდრ ლაკაზეტი გამოჩნდა.

მიქაუტაძე მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა – ორ წუთში კი „ლიონის“ შეტევა რაიან ჩერკიმ დააგვირგვინა და მასპინძლები დააწინაურა. 90-ე წუთზე, ქართველის გადაცემის შემდეგ, ტიაგო ალმადას გოლის გატანა მართებდა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა.

„ლიონმა“ 48 ქულა დააგროვა და საფრანგეთის ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა, რაც გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შესაძლებლობას აძლევს.