გილოცავთ! საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონია! - მამუკა მდინარაძე

მდინარაძე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების „რაგბი ევროპის“ ჩემპიონობას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„გილოცავთ! საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონია!“ - აღნიშნულია მამუკა მდინარაძის მიერ გამოქვეყნებულ ქარდზე.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზედიზედ მერვედ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონია.