„ივლისი ცხელი იქნება...“ - ნახეთ, დეტალური ამინდის პროგნოზი საქართველოს ქალაქებში

სიცხე

სინოპტიკოსები საქართველოში ტემპერატურის მომატებას ელიან, კვირის ბოლოს კი ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში 37 გრადუსამდე მოიმატებს.

„პრაიმტაიმს“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი, დოდო გვაზავა ესაუბრა. 

მისი თქმით, ივლისი ცხელი თვე იქნება. 

„2 ივლისიდან 3 ივლისამდე, აგრეთვე 6-7-ში, იქნება ხანმოკლე ხასიათის წვიმა ელჭექით და სეტყვა. 

ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურას, ისევ ვინარჩუნებთ, 30 გრადუსამდე. 

4 ივლისიდან, 7-ის ჩათვლით, +35 +37 გრადუსამდე მატულობს ტემპერატურა. 

აღმოსავლეთშიც, მაღალ ტემპერატურას ვინარჩუნებთ და დედაქალაქშიც. 

ზოგადად, ივლისი ცხელი თვე იქნება“,- განაცხადა დოდო გვაზავამ.