„გასახდელში ყველა შეკრიბა და სიტყვა მოითხოვა...“ - როგორ გამოემშვიდობა ხვიჩა თანაგუნდელებს

კვარა

ხვიჩა კვარცხელია დღეს, „ნაპოლის“ დილის დავრჯიშის დაწყებამდე უკვე ყოფილ თანაგუნდელებს დაემშვიდობა და უახლოეს საათებში პარიზში გაემგზავრება.

იტალიური სააგენტო Il Mattino დღევანდელი დამშვიდობების შესახებ წერს და შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს.

სანდრო წყაროზე დაყრდნობით, გამოცემა ხვიჩას გამოსამშვიდობებელ სიტყვასაც ასაჯაროებს.

„როდესაც საწვრთნელ ბაზაზე მივიდა, Castel Volturno-ს გასახდელში ყველა ფეხბურთელი შეკრიბა და სიტყვა მოითხოვა. მან უკვე ყოფილ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა ყველა იმ ერთად გატარებული წუთისთვის, სიხარულისთვის და მწუხარებისთვის. ასევე იმ დახვედრისთვის, რომელიც გუნდში მოსვლის პირველივე წუთიდან მიიღო, სკუდეტოს იმ ემოციებისთვის, რომელიც მთელმა გუნდმა ერთად განიცადა და თქვა, რომ ეს მის გულში სამუდამოდ დარჩება.

შემდეგ, აიღო ფოტო, რომელიც თავის სათავსოზე ჰქონდა და ყველა ფეხბურთელს ხელი სათითაოდ მოაწერინა. ამ სამახსოვრო ფოტოს ის თან წაიღებს პარიზში, სადაც დღის განმავლობაში უკვე ელოდებიან. მას ჩანთებიც ჩალაგებული აქვს.

დღეს ის პსჟ-ის ხელმძღვანელებს შეხვდება და შესაძლოა ფრანგული კლუბის სახელით სამედიცინო შემოწმებაც გაიაროს“, - წერს გამოცემა.