1744223238
გარდაიცვალა მწვრთნელი, კლოდ სორელი, რომელთან ერთადაც საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად გავიდა

საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ფრანგი კლოდ სორელი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფრანგი სპეციალისტი საქართველოში სამუშაოდ 1996 წელს ჩამოვიდა. თავიდან ის შვიდკაცა ნაკრების მწვრთნელი იყო, ხოლო მთავარი გუნდი 1999 წელს ჩაიბარა.
მისი დამსახურებით ბევრი ქართველი მორაგბე სათამაშოდ ფრანგულ გუნდებში გადავიდა. კლოდ სორელის მიერ გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა კი 2003 წელს ისტორიაში პირველად ითამაშა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე.
2022 წელს საქართველოს პრეზიდენტმა კლოდ სორელს ბრწყინვალების ორდენის კავალერის წოდება მიანიჭა.