„გამარჯვებულის მენტალიტეტი დავიბრუნეთ!“ - გიორგი გველესიანი

გიორგი გველესიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოშია. გთავაზობთ გიორგი გველესიანის პირველ კომენტარს:

„აღფრთოვანებული ვარ, მართლა. უდიდესი სიხარულია ჩვენთვის, ყველასთვის... ვართ უაღრესად ბედნიერები და ამაყები. ველოდი დიდ დახვედრას, თუმცა, ვერ ვიფიქრებდი, რომ ეს ასეთი მასშტაბის იქნებოდა.

დღეს საღამოს როცა შევიკრიბებით, ყველანი ერთმანეთს ჩავეხუტებით და ბედნიერები ვიქნებით.

ნებისმიერი გამოწვევა ჩვენთვის აწი მიღებულია ისე, რომ ჩვენ ნებისმიერ გამოწვევას გავუმკლავდებით. თითქოს, ეს ჩვენთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს. ეს გამარჯვებულის მენტალიტეტი დავუბრუნეთ და ამით უაღრესად ვამაყობთ,“  - განაცხადა გიორგი გველესიანმა.