პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გაზეთ II Roma-ს ჟურნალისტმა, ჯოვანი სკოტომ, Tele A-სთან საუბრისას განაცხადა, რომ „ნაპოლიში“ ლორენცო ინსინიეს წასვლის შემდეგ, პენალტების ნომერ პირველი შემსრულებელი ხვიჩა კვარაცხელია იქნება.
„ხვიჩა კვარაცხელია ძალიან საინტერესო პროფილის მქონე ფეხბურთელია. მან შეკრებაზე დიმაროში თავისი უდავო თვისებები წარმოაჩინა. სპალეტი მასზე დიდ იმედებს ამყარებს და ყურადღებით აკვირდება, დარწმუნებულია, რომ კარგად თამაში შეუძლია.
ნაპოლიში პენალტების ახალი შემსრულებელი ხვიჩა კვარაცხელია იქნება. შესაბამისად, ქართველი გარემარბი დაიკავებს ლორენცო ინსინიეს მიერ გამოთავისუფლებულ პოზიციას. გადაწყვეტილება თავად „აძურის" მწვრთნელმა მიიღო - ლუჩიანო სპალეტიმ.
თუმცა, არ გამოვრიცხავ სხვა სახელსაც: ვიქტორ ოსიმენი. რიგ შემთხვევებში შესაძლოა პენალტი მანაც შეასრულოს, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია, კვარაცხელია შემდეგი მთავარი დამრტყმელი იქნება“.