1692302192
გადაწყვეტილია - კრიშტიანო რონალდო „ალ-ნასრში“ რჩება

ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთის „ალ-ნასრი“ უახლოეს პერიოდში გააგრძელებს კონტრაქტს კრიშტიანო რონალდოსთან.
ცნობილი იტალიელი ინსაიდერის ნიკოლო სკირას სიტყვებით, რონალდოსა და საუდის არაბეთის მხარეს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და უკვე ამ კვირას ხელი მოეწერება ახალ ხელშეკრულებას.
40 წლის პორტუგალიელის მოქმედი კონტრაქტი ამა წლის 30 ივნისს იწურება, რამაც კრიშტიანოს მიმართ რამდენიმე ევროპული კლუბის მხრიდან ინეტერესი გამოიწვია. მაგრამ თავად ფორვარდმა ყველა წინადადება უარყო და განაცხადა, რომ საუდის არაბეთში თავს კომფორტულად გრძნობს და იქაური ლიგის დატოვებას არ აპირებს.
კრიშტიანო რონალდო „ალ-ნასრში“ 2023 წლის დასაწყისში გადავიდა. მას შემდეგ მან 105 მატჩი ჩაატარა, 93 გოლი გაიტანა და 19 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.