FC 25: ქართველი ფეხბურთელების რეიტინგები ცნობილია

ნაკრები

EA Sports-მა FC25-ში ფეხბურთელთა რეტინგები გამოაქვეყნა. ახალ სიმულატორში ცნობილია ყველა ქართველი ფეხბურთელის რეიტინგი, რომელთაგან ყველაზე მაღალი შეფასება გიორგი მამარდაშვილსა და ხვიჩა კვარაცხელიას აქვთ, კერძოდ 85.

იხილეთ ფეხბურთელების რეიტინგები:

1. გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) - 85;
2. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) - 85;
3. გიორგი მიქაუტაძე (ლიონი) - 77;
4. ვაკო ყაზაიშვილი (შანდონგ ტაიშანი) - 75;
5. ოთარ კიტეიშვილი (შტურმი გრაცი) - 74;
6. საბა საზონოვი (ემპოლი) - 74;
7. ზურიკო დავითაშილი (სენტ-ეტიენი) - 72;
8. ლაშა დვალი (აპოელი) - 71;
9. საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი) - 71;
10. გიორგი არაბიძე (ულსან ჰიუნდაი) - 70;
11. ირაკლი აზაროვი (შახტარი) - 70;
12. გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი) - 69;
13. გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი) - 69;
14. ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე) - 69;
15. გიორგი წიტაიშვილი (გრანადა) - 69;
16. ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე) - 69;
17. გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე) - 68;
18. გიორგი აბურჯანია (ავს ფუტებოლი) - 67;
19. ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა) - 67;
20. ბექა მიქელთაძე (გვანჯუ) - 67;
21. სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი) - 66;
22. ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია) - 66;
23. გიორგი კვერნაძე (ფროზინონე) - 63;
24. გაბრიელ სიგუა (ბაზელი) - 59;

FC 25-ში საქართველოს ეროვნული ნაკრები წარმოდგენილი არ იქნება. ახალი სიმულატორი გაყიდვაში 27 სექტემბრიდან ჩაეშვება.