1744744668
ესპანეთის ნაკრები ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის კიდევ ერთი ნახევარფინალისტი ცნობილია: ესპანეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეოთხედფინალურ მატჩში შვეიცარიის ნაკრებს სძლია - 2:1.
ბუქარესტში გამართულ შეხვედრაში ანგარიში 68-ე წუთზე სერხიო გომესმა გახსნა. 90+1 წუთზე ზექი ამდუნიმ წონასწორობა აღადგინა. დამატებით დროში ხუან მირანდას შორეულმა დარტყმამ ესპანეთს მოუტანა გამარჯვება და ნახევარფინალის საგზური, სადაც ის საფრანგეთსა და უკრაინას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
დღეს კიდევ ორი ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვევა: 20:00 საათზე ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ნახევარფინალში გასვლისთვის პორტუგალია და ინგლისი იბრძოლებენ, ხოლო თბილისის დროით 23:00 საათზე რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში საფრანგეთი-უკრაინის მატჩი გაიმართება.