გარდაიცვალა პირველი არხის თანამშრომელი
1735210931
ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ენცო მარესკამ უეფა-ს კონფერენს ლიგაზე, „ასტანასთან“ გასვლითი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე იმ პირობების შესახებ ისაუბრა, რომელშიც ინგლისურ გუნდს ყაზახეთში თამაში მოუწევს.
დღეს, ალმაათიში „ასტანასა“ და „ჩელსის“ მატჩის დროს სინოპტიკოსები -18 გრადუს ტემპერატურას ვარაუდობენ. როგორც მარესკა ამბობს, ასეთ ვითარებაში თამაში ჯანმრთელობისთვის საშიშია.
„მესმის, რომ ამ რეგიონში მკაცრი კლიმატია, თუმცა უეფა-მ ფეხბურთელების ჯანმრთელობას პატივი უნდა სცეს, -18 გრადუსში თამაში ძალიან საშიშია. არაერთხელ დადასტურდა, რომ ამ ორგანოში ფეხბურთელების ჯანმრთელობა არ აინტერესებთ“, – განაცხადა მარესკამ.
ამ მომენტისთვის ლონდონის „ჩელსის“ კონფერენს ლიგაზე ოთხი გამარჯვება აქვს და პირველ ადგილზეა.