ინფორმაცია მათთვის, ვისაც სიონის საკათედრო ტაძარში ილია მეორის საფლავზე მისვლა სურს
1774209216
თბილისმა 20-22 მარტს ძიუდოს „გრანდ სლემს“ უმასპინძლა. საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ასპარეზობა ექვსი მედლით დაასრულა, აქედან ორი ოქროსა და ოთხი ბრინჯაოს მედალია.
თბილისის „გრანდ სლემის“ ჩემპიონობა ლუკა მაისურაძემ (-90 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (+100 კგ) იზეიმეს; ბრინჯაოს მედლები კი თორნიკე გიგაურმა (-66 კგ), გიორგი ლოლაძემ (-73 კგ), ლუკა ჯავახიშვილმა (-90 კგ) და საბა ინანეიშვილმა (+100 კგ) მოიპოვეს.
„გრანდ სლემის“ პირველ დღეს საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი და მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე ყაზახეთის ტურიზმისა და სპორტის მინისტრ იერბოლ მირზაბოსინთან, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ მარიუს ვიზერთან, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ ლევან ნოზაძესა და ფედერაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
თბილისმა ძიუდოს ,,გრანდ სლემს’’ მეექვსედ უმასპინძლა. ტურნირზე 54 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.