ინფორმაცია მათთვის, ვისაც სიონის საკათედრო ტაძარში ილია მეორის საფლავზე მისვლა სურს
1774209216
საქართველო და სრულიად მართლმადიდებლური სამყარო, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დაემშვიდობა. თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის შემდეგ, ქვეყნის სულიერმა მამამ, უკანასკნელი განსასვენებელი, მისივე სურვილისამებრ, სიონის საკათედრო ტაძარში, ერის უდიდესი სიწმინდეების გვერდით ჰპოვა.
ვებპორტალმა "ზმნამ" ექსკლუზიურად მოიპოვა პატრიარქის ერთ-ერთი მესაფლავის ინტერვიუ. 40 წლის ბექა ფარადაშვილი მოქანდაკეა.
- ახლა ტაძარში პატრიარქის საგალობლები ისმოდა, მრევლი ტიროდა და ამ ფონზე მუშაობდით. რა ემოციას იწვევდა ეს თქვენში?
- პირველად არის ჩემს ცხოვრებაში გალობების ფონზე რომ ქვაზე ვმუშაობდი და თან პატრიარქის საფლავზე!.. ჯერ შოკში ვარ! სულ სხვა ემოციაა. ჯერ ზუსტად ვერ ვაცნობირებ, რა ხდება, რამხელა პროცესში ვმონაწილეობ.
- პირადად ხომ არ იცნობდით, ხომ არ შეხვედრიხართ უწმინდესს?
არ ვიცნობდი, მაგრამ ჩემი მესამე შვილის ნათლიაა. რვა წლის წინ მონათლა. ჩემი შვილი ნათლულების მსვლელობაში მონაწილეობდა ორი დღის წინ.
თამარ გონგაძის ინტერვიუს სრულ ვერსიას წაიკითხავთ "ზმნაზე"