დიდებული დასაწყისი! – ინგლისში შოთა არველაძის დებიუტი შედგა

შოთა არველაძე

ინგლისის ჩემპიონშიფში “ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელის რანგში შოთა არველაძეს დებიუტი შედგა. ინგლისის რანგით მე-2 ლიგის 29-ე ტურის მატჩში “ჰალ სიტიმ” შინ “სუონსი“ მიიღო და 2:0 დაამარცხა.

ქართველი მწვრთნელის გაწვრთნილმა გუნდმა მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა და ღირსეული 3 ქულაც მოიპოვა.

“ჰალ სიტი” ამ გამარჯვებით სატურნირო ცხრილში მე-18 პოზიციაზე დაწინაურდა. 

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე ინგლისური გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორი დღის წინ დაინიშნა.

“ჰალ სიტი” მომდევნო შეხვედრას 5 თებერვალს 19:00 საათზე “პრესტონის” წინააღმდეგ ჩაატარებს.