დიანა დევისი და გლებ სმოლკინი მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ათეულში მოხვდნენ

გლები და დიანა

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ფიგურულ ციგურაობაში 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა სპორტულ ცეკვებში იასპარეზა. საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა მსაჯებისგან 119,31 ქულა დაიმსახურა, ორი პროგრამის ჯამში კი 198,65 ქულით გამოსვლა მეათე ადგილზე დაასრულეს.

ტურნირის გამარჯვებულები კი ფრანგული წყვილი, ოლიმპიური ჩემპიონები ლორანს ფურნიე-ბოდრი და გიომ სიზერონი გახდნენ. ორი პროგრამის ჯამში მათ 230.81 ქულა დააგროვეს.

ტურნირზე საქართველოს ანგარიშზე ერთი მედალია. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტული წყვილი ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, რაც ისტორიული შედეგია, რადგან აქამდე საქართველოს ამ ტურნირზე მედალი არ ჰქონია.