კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა ჯო უილსონს მიმართავს: ჯო, ალბათ უნდა შეწყვიტო უცხო ქვეყნის დროშის ტარება და ამერიკელივით მოიქცე

კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა

როდესაც სამხედრო სამსახურში ვიყავი, გვაფრთხილებდნენ ჯო უილსონის მსგავსი ადამიანების შესახებ: „მოხუცები ლაპარაკობენ, ახალგაზრდები კი კვდებიან“, - წერს რეაპუბლიკელი კონგრესმენი, ანა პაულინა ლუნა, X-ზე. მისი თქმით, უილსონი კონგრესის დელეგაციებთან მოგზაურობაში უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე საკუთარ ოლქში.

ანა პაულინა ლუნა, ჯო უილსონს მოუწოდებს, უცხო ქვეყნის დროშა მოიხსნას და ამერიკელივით მოიქცეს. “ჯო უილსონი კონგრესში უკვე ათწლეულებია რაც მუშაობს და, როგორც ჩანს, ოფიციალურ დელეგაციებთან მოგზაურობაში უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე საკუთარ ოლქში. რამდენიმე შემთხვევაში, მას ჩემთან ფოტოების გადაღებაც უთხივია, რაც ძალიან უცნაურია იმ ადამიანისთვის, ვინც ახლა სამშვიდობო მოლაპარაკებებს ესხმის თავს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჯო, ალბათ უნდა შეწყვიტო უცხო ქვეყნის დროშის ტარება სამკერდე ნიშნით და ამერიკელივით მოიქცე. დარწმუნებული ვარ, შენი ამომრჩეველი არ დააფასებს იმას, რასაც აკეთებ,” - წერს ანა პაულინა ლუნა.