პენტაგონი ირანში მრავალკვირიანი სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება - Reuters

პენტაგონი

 აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, გამოცემა Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პენტაგონი ირანში მრავალკვირიანი სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება, - წერს Reuters-ი.

Post-ის ცნობით, გეგმები შეიძლება მოიცავდეს სპეციალური დანიშნულების რაზმებისა და ჩვეულებრივი ქვეითი ჯარის რეიდებს.

მედიის ინფორმაციით, ჯერ კიდევ არ არის ნათელი, დაამტკიცებს თუ არა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ გეგმებიდან რომელიმეს.

როგორც Reuters-ი იტყობინება, ტრამპის ადმინისტრაციამ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის საზღვაო ქვეითები განალაგა, რადგან ირანში ომი 4 კვირაა გრძელდება და ასევე, გეგმავს რეგიონში აშშ-ის არმიის 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ათასობით ჯარისკაცის გაგზავნას.