დღეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მალტას უმასპინძლებს

ახალგაზრდული ნაკრები

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს 31 მარტს ქუთაისში, მალტის ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ გამართავს – შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრებს ლატვიასთან მატჩამდე, რომელიც 27 მარტს გაიმართა (1:1), ტრავმის გამო ალეკო ბასილაძე და დავით ბუკია გამოაკლდნენ, მათ გარდა მალტასთან თამაშს დისკვალიფიცირებული გიორგი გვასალია და გიორგი ტაბატაძე გამოტოვებენ.

ექვსი ტურის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სატურნირო ცხრილში ექვსი ქულით მეოთხე ადგილზეა და ჯგუფიდან გასვლის მხოლოდ თეორიულ შანსს ინარჩუნებს. ამიტომ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ განაცხადა, რომ აქედანვე დაიწყებს იმ მოთამაშეთა გამოცდას, რომლებიც მომდევნო შესარჩევ ციკლშიც ითამაშებენ.