დღეს ძალიან მაგარი თამაში გველის... - გიორგი ქოჩორაშვილის მამა

ქოჩორაშვილი

როგორ ვითავხედო და ვთქვა რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ჩვენი ახლად ჩამოყალიბებული ნაკრები მოუგებს, მაგრამ!!! - ნაკრების ფეხბურთელის გიორგი ქოჩორაშვილის მამა, როინ ქოჩორაშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს ძალიან მაგარი თამაში გველის.

„ბევრს ვფიქრობდი ესპანეთის ნაკრებთან თამაშზე, პორტუგალიის დამარცხების შემდეგ. როგორ ვითავხედო და ვთქვა რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ჩვენი ახლად ჩამოყალიბებული ნაკრები მოუგებს, მაგრამ!!! ზუსტად ეს მაგრამ გახდა ჩემპიონატისთვის გამოცანა, საქართველო მოიგებს თუ ესპანეთი? დღეს ძალიან მაგარი თამაში გველის!!! მე მჯერა ჩვენი ბიჭების“,- წერს როინ ქოჩორაშვილი.