როგორ მივაღწიოთ წარმატებას სამსახურში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

საუკეთესო უფროსები

გსურთ, შეიტყოთ, როგორ გაართვათ თავი დაკისრებულ მოვალეობას სამსახურში ან მიხვდეთ, რომელ სფეროში მიაღწევთ წარმატებას? გამოთვალეთ ნუმეროლოგიური კოდი და შეიტყვეთ უფრო მეტი თქვენი პროფესიული ორიენტაციის შესახებ.

ნუმეროლოგიური კოდი რომ გამოვთვალოთ, უნდა შევკრიბოთ დაბადების დღის, თვის და წლის რიცხვები.

დავუშვათ, ადამიანი დაიბადა 1975 წლის 1 ივნისს. გადავიყვანოთ ეს თარიღი ციფრებში: 1+9+7+5 (წელი) 1+6 (რიცხვი და თვე) = 29 = 2+9=11=1+1=2.

გამოდის, რომ ამ ადამიანის დაბადების კოდი, ე. წ. სიცოცხლის ციფრი ყოფილა 2. ქვემოთ იხილეთ ყველა ციფრის, ანუ კოდის ტექსტური ინტერპრეტაცია.

1. ლიდერი

ამბიციური და ქარიზმული პიროვნება ხართ, სტრატეგიულად აზროვნებთ და არ გეშინიათ გადაწყვეტილებების მიღების. სწორედ ამ თვისებების გამო პრეტენზია უნდა გქონდეთ, ხელმძღვანელის თანამდებობაზე იმუშაოთ. დაეხმარეთ მათ, ვინც ნაკლებად წარმატებულია – ეს გაამყარებს თქვენს რეპუტაციას.

გაითვალისწინეთ: თქვენი ლითონი ოქროა. ამიტომ მისი ტარება წარმატებას მოგიტანთ, განსაკუთრებით – ოქროში ჩასმული ძოწი.

2. კოლექტივის სული და გული

ხასიათის სირბილე, სიკეთე და თანაგრძნობის უნარი – წარმატების ძირითადი ინსტრუმენტებია. როდესაც პერსპექტიულ თანამდებობაზე თანამშრომლის დანიშვნა დასჭირდებათ, სწორედ თქვენზე შეაჩერებენ ყურადღებას, რადგან თქვენი უნარი – დაამყაროთ ადამიანებთან კარგი ურთიერთობა, ძალიან დასაფასებელია. წარმატებას მოგიტანთ ჯგუფური სამუშაო.

გაითვალისწინეთ: თქვენი ლითონი არის ვერცხლი და მისი ტარება წარმატებას მოგიტანთ, თუმცა ძვირფასი ქვები დიდი სიფრთხილით შეარჩიეთ – სასურველია, ატაროთ მთვარის ქვა ან ზურმუხტი. ნახეთ სრულად