„დღეს ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით...“ - ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელი

მწვრთნელი

საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიის ნაკრები მიიღო და მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ, კომენტარი სტუმართა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტოლე სოლბაკენმა გააკეთა.

„საქართველოს ნაკრებისგან სიურპრიზები არ ყოფილა, ასეთ თამაშს ველოდით და მეტოქე შესწავლილი გვყავდა. არ ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმი დავთმეთ. იყო გარკვეული პერიოდი, მეორე ტაიმის შუალედში, როდესაც ადვილად დავკარგეთ ბურთი და საქართველომ კონტრშეტევაზე კარგად იმოქმედა. ამის შემდეგ, ისევ უკეთესები ვიყავით და შეგვეძლო გაგვეტანა. როდესაც მეტოქის მინდორზე 6-7 მომენტი გაქვს და მხოლოდ 2-3 მომენტი მიიღე, ცუდი შედეგი არ არის. მთელი გუნდი შესანიშნავად გვყავდა შესწავლილი, ვიცოდით ქართველების შემტევი პოტენციალის შესახებ, თუმცა მამარდაშვილი მაინც მინდა გამოვარჩიო“, - განაცხადა სტოლე სოლბაკენმა.