დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ხვალ, 28 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ნორვეგიას დაუპირისპირდება.
ნორვეგიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სტალე სოლბაკენმა საქართველოს ნაკრებთან გასამართ მატჩამდე „აჭარაბეთ არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოსთან ქულების მოპოვებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
„24 წლის წინ რამდენჯერმე ვეთამაშე საქართველოს ნაკრებს და ერთ-ერთ მატჩში შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედაც დამასახელეს. რა თქმა უნდა, კარგად მახსოვს.
ხვალ მიზანი გამარჯვება და სამი ქულის მოპოვება იქნება, თუმცა ვითვალისწინებ, რომ საქართველოს ნაკრები შინ თამაშობს. გუნდი კარგად და სტაბილურად გამოდის, რაც შვედეთთან და ესპანეთთან დაამტკიცა.
ამავე დროს, საქართველოს ნაკრებს ჰყავს ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც მარტო შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა. ჩვენ წინაშე იოლი ამოცანა არ დგას, მაგრამ აქ ქულების მოსაპოვებლად ჩამოვედით.
ორივე გუნდს ჰყავს ანალიტიკოსი და საიდუმლო აღარ არის, ვის რა შეუძლია. ამიტომ მოთამაშეებთან საუბრის გარეშეც ვიცი, საქართველოს ნაკრებიდან ვინ რას წარმოადგენს, მათ შორის კვარაცხელია და დავითაშვილი“, – განაცხადა სტალე სოლბაკენმა.
ცნობისთვის, საქართველოსა და ნორვეგიის შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.