„ჩემებმა იცოდნენ, რომ ჰყავთ ლაშა ბექაური, პატარა და „ყველაზე დიდი ქვეყნიდან“, რომელიც მსოფლიოს აზანზარებს“ - ბექაურის მიმართვა

ლაშა ბექაური

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური მიმართვას ავრცელებს.

მე იმ 300-ის შთამომავალი ვარ! საქართველოს შვილი, იმ გმირი წინაპრების სისხლი ჩემშია, ვგრძნობ, ვგრძნობ რომ საქართველო ჩემშია, და ყოველ წამს ბედნიერი ვარ იმით, რომ ქართველად დავიბადე, ამისთვის უდიდესი მადლობა უფალს! უდიდესი მადლობა ქართველ ხალხს, უდიდესი მადლობა ჩემს გულწრფელ გულშემატკივარს, მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებაც და დამარცხებაც ყველაფერი ეს ღმერთის ნება იყო.

მადლობა ღმერთს ქართული იყო ფინალი, და მადლობა ღმერთს დღე ქართული ჰიმნით დასრულდა. ძლიერი მაშინ ვიქნები თუ უფრო ძლიერი ვიქნები ხვალ! და შევძლებ მივიღო მარცხი ისე ვაჟკაცურად, როგორც გამარჯვება, ქართველობა რთულია და მიხარია თუ ჩემი საქმით შემიძლია ვიქართველო, შემიძლია სიხარულის ცრემლებით გატიროთ და სახეზე თუნდაც რამდენიმე წამით ღიმილი მოგანიჭოთ. მიყვარხართ! მიყვარხართ! მიყვარხართ!ვიომებ იქ, სადაც ჩემს სამშობლოს დავჭირდები, და კიდევ ერთხელ მიყვარხართ! მადლობა უფალს იმისთვის, რომ მომცა ის რითაც შემიძლია ჩემი სამშობლო ვაამაყო, და ჩემებმა იცოდნენ, რომ მათ ჰყავთ ლაშა ბექაური, პატარა და "ყველაზე დიდი ქვეყნიდან"რომელიც მსოფლიოს აზანზარებს ! - ლაშა ბექაური.