ზოდიაქოს ეს ნიშნები ნოემბრის შუა რიცხვებდან, ახალ ცხოვრებას დაიწყებენ
1731608420
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მოახლოებული მატჩებისა და საწვრთნელი შეკრების მიმდინარეობის შესახებ კომენატარი ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა.
„წლის ბოლო შეკრებაა. ორი შეხვედრა გველის და ყველას გვსურს, წელი პოზიტიურად დავასრულოთ. ოქტომბრის მატჩები არ იყო ისეთი, როგორიც გვინდოდა. თუმცა ვეცდებით, რომ ვითარება გამოვასწოროთ და ერთა ლიგის ჯგუფში ჩვენთვის სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
რაც მთავარია, მზად ვართ, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ“, – განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მიმდინარე სეზონში „კარლსრუეს“ ფორმით შესანიშნავად თამაშობს და 12 მატჩში გატანილი 8 გოლით (პლუს ორი საგოლე გადაცემა) გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა.
წლის დასკვნით საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს ბათუმში უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს. 19 ნოემბერს კი ჩვენი გუნდი ჩეხეთს ქალაქ ოლომოუცში დაუპირისპირდება.