პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
La Gazzetta dello Sport წერს, რომ დიდი შანსია, ვიქტორ ოსიმენმა დღეს ხვიჩა კვარაცხელიას იმავე საჩუქარით უპასუხოს, რაც ქართველმა ნიგერიელისთვის წინა ტურში გააკეთა.
მოგეხსენებათ, კალჩოს გასულ ტურში "სპეციასთან" დაპირისპირებაში მეკარესთან პირისპირ გასულმა ქართველმა ვიქტორს მისცა პასი და გოლი აქტივში სწორედ ოსიმენს ჩაეწერა.
დიდია ალბათობა, რომ დღეს ნიგერიელმა ქართველს მსგავსი ჟესტით უპასუხოს და მას საჩუქარი გაუკეთოს, ვიქტორის სურვილი თანაგუნდელებთან ერთად სწორედ ესაა. დღეს ხვიჩას დაბადების დღეა და მთელს გუნდს უნდა, რომ ეს ლამაზი დღე კვარაცხელიას გოლით იზეიმონ", - წერს La Gazzetta dello Sport.