ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მეორე ქართველი ევროპის ჩემპიონატის ფინალში - რამაზ ზოიძე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს

რამაზ ზოიძე

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პირველ საშეჯიბრო დღეს, ვახტანგ ლოლუას (55 კგ) შემდეგ ფინალში რამაზ ზოიძეც (77 კგ) გავიდა – ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში უნგრელ რობერტ ფრიტჩს 8:0 სძლია.

გადამწყვეტ შეხვედრაში რამაზ ზოიძის მეტოქე სომხეთის წარმომადგენელი მალხაზ ამოიანი იქნება.

ფინალური შეხვედრები ხვალ, 21 აპრილს გაიმართება.