აშშ-მა მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გასვლა გაინაღდა

პლეი-ოფი

აშშ-ის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის D ჯგუფის ფარგლებში ავსტრალიასთან გამართული მატჩი ანგარიშით 2:0 მოიგო.

ანგარიში მე-11 წუთზე გახისნა. ავსტრალიელმა კემერონ ბურგესმა გოლი საკუთარ კარში გაიტანა. მატჩის 43-ე წუთზე ალექს ფრიმენმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ამავე ჯგუფში პარაგვაის ეროვნულ ნაკრებთან გამართული შეხვედრაც ანგარიშით 4:1 ჰქონდა მოგებული.

შესაბამისად, ექვსი ქულით აშშ-ის ეროვნული ნაკრები D ჯგუფის ლიდერია, რაც მას მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე გადასვლის საშუალებას აძლევს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდება თურქეთთან 26 ინვისს გასამართი მესამე მატჩი.