„ასეთი რაღაც მე ცხოვრებაში არ მქონია, ამხელა სიყვარული არავისგან არ მიგრძვნია“- გიორგი ქოჩორაშვილი

გიორგი ქოჩორაშვილი

„ასეთი რაღაც მე ცხოვრებაში არ მქონია, ამხელა სიყვარული არავისგან არ მიგრძვნია. გიორგი ქოჩორაშვილმა „სტუმრად ლელასთან“ განაცხადა.

როგორც ფეხბურთელმა აღნიშნა, ქართველი ხალხის სიყვარული აძლევს მოტივაციას, უფრო გაძლიერდეს და მეტი გააკეთოს ქვეყნისთვის.

„მინდა ყველა ქართველს მადლობა გადავუხადო. ყველას, ვინც გვერდში დაგვიდგა ნაკრებს თამაშზე. ასეთი რაღაც მე ცხოვრებაში არ მქონია, ამხელა სიყვარული არავისგან არ მიგრძვნია.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის. მე შევეცდები, ჩემი შრომით, თავგანწირვით ის ემოციები დაგიბრუნოთ, რადგან ეს სიყვარული რაც ქართველი ხალხისგან ვიგრძენი, ჩემთვის მოტივაციის წყაროა, რომ უფრო მეტად გავძლიერდე. მადლობა ყველა ქართველ ამისთვის“, – ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი.