არ იყო მარტივი, კარგი სეივები გამოვიდა და მიხარია, თუ გუნდს დავეხმარე - გიორგი მამარდაშვილი

მამარდაშვილი

ერთა ლიგაზე უკრაინასთან გამართული მატჩის (1-1) შემდეგ, საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა კომენტარი გააკეთა.

"რთული თამაში გამოვიდა, წვიმამაც ორივე გუნდს ხელი შეუშალა. ვფიქრობ, რომ ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმი გააკეთა და ბოლომდე დაიხარჯა. უკრაინა რთული მეტოქეა, რაც ორივე მატჩში გამოდგა და, ჩემი აზრით, დღეს ფრე ლოგიკური შედეგი იყო.

ბოლო მომენტი არ იყო მარტივი, კარგი სეივები გამოვიდა და მიხარია, თუ გუნდს დავეხმარე.

ჩეხეთთან მატჩში გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველამ მაქსიმალური კონცენტრაციით ვითამაშოთ და მოედანზე შემართებით გავიდეთ," - განაცხადა მამარდამ.

საქართველო ჩეხეთს 19 ნოემბერს, ოლომოუცში შეხვდება.