აჯობა რონალდოს, იბრაჰიმოვიჩს, ლუკაკუსა და სხვა ვარსკვლავებს - კვარაცხელია სერია A-ს ისტორიაში შევიდა

კვარაცხელია

"ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ისტორიაში შევიდა. ის იტალიის ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებს შორის პირველი გახდა, რომელმაც 1128 წუთში 8 გოლისა და 8 შედეგიანი გადაცემის გაკეთება  შეძლო.

აღსანიშნავია, რომ წარსულში საუკეთესო შედეგი ასევე "ნაპოლის" ფეხბურთელს, გონსალო იგუაინს ჰქონდა. 8 გოლი და 8 ასისტის დაფიქსირება 1723 წუთში.

ხუთეულში ასევე იმყოფებიან კრიშტიანო რონალდო, ედინ ჯეკო და ზლატან იბრაჰიმოვიჩი.