გიორგი კალანდია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1771229799
აღლუმი, დროშის აღმართვა და ფიცის დადების ცერემონიალი - ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. მილანსა და კორტინაში ოლიმპიური ცეცხლი აინთო.
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები ფიგურული მოციგურავეები - ლუკა ბერულავა და დიანა დევისი იყვნენ.
ორ საათზე ნაკლები დრო რჩება ნიკა ეგაძის გამოსვლამდე. ქართველი მოციგურავე მამაკაცთა ერთეულებში მოკლე პროგრამას წარადგენს – ევროპის მოქმედი ჩემპიონის გამოსვლის შემდეგ, თუ საქართველოს ნაკრები ხუთ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდება, მედლებისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ქვეყნის ღირსებას 8 სპორტსმენი ორ სახეობაში, სამთო-სათხილამურო სპორტის სახეობასა და ფიგურულ ციგურაობაში იცავს.
ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდური შეჯიბრება უკვე გაიმართა. პირველ დღეს საქართველოს ნაკრები დიანა დევისისმა და გლებ სმოლკინის წყვილმა წარადგინეს, სპორტულ ცეკვებში კი ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა საქართველოს სახელით იასპარეზა, ქალთა შორის მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარდგა.
პირველი დღის შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს ნაკრები 20 ქულით აშშ-ის, იაპონიისა და იტალიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.
მილანსა და კორტინაში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად ესწრებოდა. მიხეილ ყაველაშვილმა და მაკა ბოჭორიშვილმა ქართველ სპორტსმენებს წარმატება უსურვეს და იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს ნაკრების გამოსვლა ოლიმპიურ თამაშებზე შედეგიანი იქნება.
მოლოდინი დიდია, სურვილი ერთი - საქართველომ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ისტორია დაწეროს და პირველი ოქროს მედალი მოიპოვოს.