გიორგი კალანდია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1771229799
რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების ენერგოეფექტური რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება. პროექტის ფარგლებში ენერგოეფექტური რეაბილიტაცია მე-14 მ/რ-ის N10, N11 და N12-ს ჩაუტარდება. სატენდერო პროცედურები უკვე დაწყებულია.
რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზურა ტაბაღუამ, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარინა ლიპარტელიანმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა გრიგოლ ვეფხვაძემ, მე-14 მ/რ-ის N10-ის მოსახლეობას პროექტის დეტალები ადგილზე გააცნეს.
„რუსთავში, მესხიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს ვიწყებთ. პროექტის ფარგლებში, თბოსაიზოლაციო მასალით სამი შენობა შეიფუთება, აივნებზე დეკორატიული ელემენტები მოეწყობა და არსებული კარ-ფანჯრები ახლით ჩანაცვლდება. შენობების მთელ პერიმეტრზე მოეწყობა სარინერები და N10 კორპუსის საძირკველს გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები ჩაუტარდება“, - განაცხადა რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზურა ტაბაღუამ.
ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 3 146 674 ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.