7 წელი ემიგრაციაში და ვარჯიში მუშაობის პარალელურად... - მერაბ დვალიშვილის რთული გზა წარმატებამდე

მერაბ დვალიშვილი

UFC ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა რუსი მეტოქე, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, პიოტრ იანი დაამარცხა.

ქართველი და რუსი მებრძოლის დაძაბული ბრძოლა ხუთი რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა. მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, მერაბმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და UFC-ის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი დამაჯერებლად დაამარცხა.

მერაბ დვალიშვილის გზა წარმატებამდე მარტივი არ ყოფილა. 

მან შეძლო ემიგრაციაში, 7 წელი მშენებლობაზე დამქანცველი მუშაობის პარალელულად, სპორტისთვის თავი არ დაენებებინა და დამოუკიდებლად მიდიოდა იმ წარმატებისკენ, რომლითაც დღეს ყველა ვამაყობთ.