მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B2 ჯგუფის ბოლო, მეექვსე ტურში უკრაინას დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრებს მიმდინარე გათამაშებაში გამარჯვება ჯერ არ მოუპოვებია და ჯგუფში ბოლო ადგილზეა. გუნდს ტრავმების გამო ხვიჩა კვარაცხელია და ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარებიან, გიორგი წიტაიშვილი კი დისკვალიფიცირებულია. ნაკრებს გიორგი ქოჩორაშვილი დაუბრუნდება.
საქართველოს B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად უკრაინის დამარცხება სჭირდება. მატჩს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევრო 2028-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრის წინაც.
შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებენ.