ვინ დაკმაყოფილდება მომავალი თვიდან მუნიციპალური საცხოვრისით - კახა კალაძის განმარტება

ბინა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მომავალი თვიდან უსახლკაროს სტატუსის მქონე 15-16 ოჯახი მუნიციპალური საცხოვრისით დაკმაყოფილდება.

მისივე განმარტებით, თბილისში 400-მდე ოჯახია, ვისაც უსახლკაროს სტატუსი აქვს.

„შემდეგი თვიდან, პირველ ეტაპზე, ჩვენ შევძლებთ 15-16 ოჯახის დაკმაყოფილებას მუნიციპალური საცხოვრისით. დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით ამ პროგრამაზე. ჩვენი მხრიდან ყველანაირი მხარდაჭერა და თანადგომა ექნებათ ამ ოჯახებს და მომდევნო წლების განმავლობაში არცერთი უსახლკარო თბილისელი არ გვეყოლება. ყველა იქნება დაკმაყოფილებული მუნიციპალური ფართებით, სადაც მათ ცხოვრების შესაძლებლობა ექნებათ", - განაცხადა კალაძემ.