„სახლში ნახეს გარდაცვლილი...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1779479477
სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის, მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლებსა და მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სწავლების დაფინანსების პროგრამა ფუნქციონირებს. პროგრამას თბილისის მერია აფინანსებს. ამ პროგრამით სარგებლობა კი 18 წლამდე ასაკის მოზარდებს შეუძლიათ, თუ მათი ოჯახები სოციალურად დაუცველთა ბაზაში ირიცხებიან და 70 000 ან უფრო დაბალი სარეიტინგო ქულით ფასდებიან.
რა არის პროგრამის არსი?
პროგრამა ითვალისწინებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულ ბავშვთა მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლებსა და მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სწავლების ღირებულების ანაზღაურებას. ბენეფიციარებს თითო სახეობის/წრის არჩევის უფლება აქვთ.
ვინ არიან პროგრამის ბენეფიციარები?
პროგრამის ბენეფიციარები არიან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები.
რას მოიცავს ქვეპროგრამა?
• მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლში დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თვეში შეადგენს 30 ლარს.
• მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თვეში განისაზღვრება წრეების მიხედვით:
ა) მხატვრული კითხვა - 25 ლარი;
ბ) საგნობრივი წრეები, მუსიკალური მიმართულება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - 30 ლარი;
გ) გიტარის შემსწავლელი წრე, სპორტული მიმართულება - 40 ლარი;
დ) ქორეოგრაფიული სტუდია - 50 ლარი.
როგორ უნდა ჩაერთოს პირი ქვეპროგრამაში?
მომსახურების მიღება ხორციელდება მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში (მის: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N6) და მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის შესაბამის რაიონულ ფილიალში განცხადებით მიმართვის საფუძველზე.