ტრამპი გრენლანდიით კვლავ დაინტერესდა

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც მკითხველს შეახსენა, რომ ის დედამიწის უდიდესი კუნძულით, გრენლანდიით კვლავ არის დაინტერესებული.

„გამარჯობა, გრენლანდია“, - დააწერა ტრამპმა სურათს, რომელზეც გამოსახულია თავისი თავი და კუნძულზე მდებარე დასახლებები.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ტრამპი გრენლანდიაზე არაფერს საუბრობდა და წერდა.