„რასაც ახლა გეტყვით, დიდ ტკივილს მოგაყენებთ...“ - ცნობილი კინორეჟისორი მძიმე მდგომარეობაშია

maka xecuriani

ის, რომ რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში დაბადებულიყო, ალბათ უზრუნველ სიბერის წლებს გაატარებდა. ახლა, არ იფიქრებდა, როგორ მიიღოს სამედიცინო დახმარება მცირე პენსიის ამარა და ალბათ, მოხუცებულობის წლებს ისევ თავის საქმიანობაზე ფიქრში გაატარებდა.

ვინ იცის, მოხუცი რეჟისორის თვალით დანახული ქვეყანა შეიძლებოდა, კიდევ ერთ კინო შედევრად ქცეულიყო, თუმცა ახლა 86 წლის ლია გოგელიას საზოგადოების ფინანსური თანადგომა სჭირდება იმისთვის, რომ შემოქმედებითი თვალი კი არა, მის გარშემო არსებული გარემო უბრალო დაინახოს.

დიდ შემოქმედს თვალის ოპერაცია უნდა გაუკეთდეს, მართალია, როგორც პენსიონერს, სახელმწიფო დაზღვევა აქვს და ქირურგიული ჩარევისთვის საჭირო თანხის უდიდესი ნაწილი სწორედ სახელმწიფო დაზღვევის პროექტის ფარგლებში ფინანსდება, მაგრამ მარტოხელა პენსიონერისთვის ის მინიმალური თანხა, რომელიც თავად უნდა დაამატოს უზარმაზარია...

სწორედ ამიტომ, მოხუცი რეჟისორის საჭიროების უზრუნველსაყოფად საქველმოქმედო ფონდი "სიკეთის სკივრი" ჩაერთო და ცნობილი კინორეჟისორისთვის თანხას აგროვებს.

სწორედ ამ თემაზე "პრაიმტაიმი" ფონდის წარმომადგენელს, მაკა ხეცურიანს ესაუბრა. როგორც ის ამბობს, ლია გოგელიას საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, წინასაოპერაციო კვლევებისა და შემდგომ - პოსტოპერაციული მდგომარეობისთვის გარკვეულ თანხას საჭიროებს. რეჟისორს გლაუკომის ოპერაცია ჩაუტარდება.

"მოგეხსენებათ, ლია გო­გე­ლია კი­ნო­ ა­კა­დე­მი­ის წევ­რია. ის სულ ახალ­გაზ­რდა მი­ვი­და კი­ნო­ში. მას 40-მდე ფილმზე აქვს ნა­მუ­შე­ვა­რი. მას ძალიან დიდი როლი აქვს ქვეყნის კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი. ძალიან მძიმეა, როცა ასეთი გამორჩეული გვარ-სახელები გვესმის, რომლებსაც საზოგადოების თანადგომა სჭირდებათ.

იყო დრო, როცა ჩემი თაობა მათ მაგალითებზე ვიზრდებოდით, რომ მათ მსგავსად წარმატებულები და პროფესიონალები უნდა გამოვსულიყავით. ლია გოგელიას შემოქმედებას ძალიან დიდი კვალი აქვს დატოვებული და ახლა, ჯერი საზოგადოებაზეა.

ის მარტოხელაა, ახლა მოხუცი რეჟისორი შინაურ ცხოველებს ეფერება და მათ გარდა, სახლში არავინ ჰყავს. ყველაფერს მოკლებულია, განა რამდენი უნდა შეძლოს 300 ლარამდე დარიცხული პენსიით?! დიდ რეჟისორს მალე გლაუკომის ოპერაცია უნდა ჩავუტაროთ, მართალია საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში ოპერაციის 90 პროცენტი დაფინანსდება, მაგრამ ოპერაციამდე მას სამედიცინო კვლევები, მედიკამენტები სჭირდება. მერე ოპერაციის შემდგომი მდგომარეობის მართვისთვის დამატებითი მანიპულაციები. ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული და რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად ამას ვერ შეძლებს." - ამბობს მაკა ხეცურიანი.

სოციალურ ქსელში "სიკეთის ფონდის" გვერდი ემოციურ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას რეჟისორის დახმარებისკენ მოუწოდებს.

"ის, რასაც ახლა გეტყვით, ნებისმიერ ინტელექტუალსა და მოაზროვნეს დიდ ტკივილს მოგაყენებთ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. დღეს ჩვენ დიდი მოკრძალებითა და ტკივილით, დახმარებას გვთხოვს ცნობილი რეჟისორი, ქალბატონი ლია გოგელია.

ნებისმიერს, ვისაც უნახავს ფილმი "ქვევრი", "ხარება და გოგია", ან "მიდიოდა მატარებელი", სახელი ლია გოგელია უამრავ რამეს ეუბნება. ლია გოგელიას ცხოვრება საქართველოს კინოს ისტორიის ფეხდაფეხ მოდიოდა ათობით წელი, ახლა კი გზები გაიყო და ქალბატონი ლია დახმარებას ითხოვს ჩვენგან.

დღეს, ქალბატონი ლია უბრალოდ მარტოხელა მოხუცია, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება სამედიცინო დახმარება. მარტოხელა, ავადმყოფ მოხუც ქალს სულიერი ტკივილი მეტი აქვს ამ სამყაროში, ეს კეთილშობილი ქალბატონი ერთია მათგან, ვინც ჩვენი ქვეყნის კულტურის ისტორიას ქმნიდა და ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება, ვალდებული ვართ გავუწოდოთ მას დახმარების ხელი.      გთხოვთ დავეხმაროთ მარტოხელა ლიანა ბებოს."- წერს გვერდი.

ცნობისთვის, ლია გოგელიას 40-მდე ფილმზე აქვს ნა­მუ­შე­ვა­რი:

"ახალ­გაზ­რდა კომ­პო­ზი­ტო­რის მოგ­ზა­უ­რო­ბა“, (რე­ჟი­სო­რი - გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ია);

"ქვევ­რი“, (რე­ჟი­სო­რი - ირაკ­ლი კვი­რი­კა­ძე);

"ხა­რე­ბა და გო­გია“, (რე­ჟი­სო­რი - გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ია);

"მი­დი­ო­და მა­ტა­რე­ბე­ლი“, (რე­ჟი­სო­რი - გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ია);

"კუ­ჩხი ბედ­ნი­ე­რი“, (რე­ჟი­სო­რი - გუ­რამ პა­ტა­რა­ია);

"რე­კორ­დი“,(რე­ჟი­სო­რი - გუ­რამ პა­ტა­რა­ია);

"ნუ­ცას სკო­ლა“,(რე­ჟი­სო­რი - მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი);

"სიყ­ვა­რუ­ლი, ხან­ძა­რი და პომ­პი­ე­რო“, (რე­ჟი­სო­რი - გუ­რამ პა­ტა­რა­ია);

"მა­ცი­ვარ­ში ვი­ღაც იჯდა“, (რე­ჟი­სო­რი - გუ­გუ­ლი მგე­ლა­ძე);

"არა­სე­რი­ო­ზუ­ლი კაცი“, (რე­ჟი­სო­რი - დიმა ბა­თი­აშ­ვი­ლი);

"სამი სახ­ლი“, (რე­ჟი­სო­რი - ზაზა ურუ­შა­ძე);

"მან­და­რი­ნე­ბი“,(რე­ჟი­სო­რი - ზაზა ურუ­შა­ძე);

"აღ­სა­რე­ბა", (რე­ჟი­სო­რი - ზაზა ურუ­შა­ძე). 

რეჟისორის დახმარების მსურველებს შეგიძლიათ ცნობილ რეჟისორს შემდეგ საბანკო ანგარიშებზე ჩაურიცხოთ:

დანიშნულებაში #ლიანაბებოს

აქვე მიუთითებ ანგარიშის ნომრებს

თიბისი ბანკი:  #GE22TB7687145064300015

საქართველოს ბანკი: .#GE45BG0000000345975720

ლიბერთი ბანკი: #GE42LB0711179557431000

ფეიფალი.nadiko-gujejiani@hotmail.com

საერთაშორისო გზავნილები - მიმღები დარეჯან გუჯეჯიანი.