ეს ბავშვები ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებენ - ნახეთ გადაწყვეტილება, რომელიც ივლისიდან ამოქმედდება
1685423702
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდა.
თბილისის ყველა აბონენტის მრიცხველის წაკითხვას, კომპანია თელასი, ყოველი თვის ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მოახდენს. ხოლო ელექტროენერგიის ქვითარს, მოსახლეობა ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს.
ელექტროენერგიის მრიცხველების ერთიანი წაკითხვის სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, თელმიკოს მომხმარებლების დიდი ნაწილი კიდევ ერთ ქვითარს მიიღებს, სადაც ასახული იქნება დეკემბრის დარჩენილი დღეების ხარჯი.
დამატებითი ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია „თელმიკოს“ ქოლცენტრს, ნომერზე +995325000777, მოგვწეროს პირადი შეტყობინება ფეისბუკში ან ელექტრონულ მისამართზე info@telmico.ge