ეს ბავშვები ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებენ - ნახეთ გადაწყვეტილება, რომელიც ივლისიდან ამოქმედდება

puli

1-ელი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ. გაზრდილ დახმარებას დაახლოებით, 230 000-ზე მეტი ბავშვი მიიღებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, გამოწვევები რჩება, რომელთა დასაძლევად ხელისუფლება აქტიურად მუშაობს.

„2022 წელს, სოციალურად დაუცველ ბავშვთა ფულადი დახმარება 50 ლარით გაიზარდა და 150 ლარი შეადგინა. 2023 წლის 1-ელი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ. პროგრამის ბიუჯეტი 500 მილიონი ლარია.

გაზრდილ დახმარებას კი, დაახლოებით, 230 000-ზე მეტი ბავშვი მიიღებს. გაიზარდა შშმ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური გასაცემელიც.

2023 წლიდან, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისა და შშმ სტატუსის მქონე ბავშვებისთვის, სოციალური პაკეტი 65 ლარით გაიზარდა და 340 ლარით განისაზღვრა.

ასევე ნახეთ: 

👉 ანტიპერსპირანტების დილით გამოყენება უაზრობაა... - გიორგი ღოღობერიძის რჩევა

👉 VIDEO: „რატომ იკეთებ შილაკებს? ღილებს ვერ მიკრავ აგერ...“ - პატარა ნუცას ვიდეო ნახვების რეკორდს ხსნის

👉 Exclusive: "ხუთი წლის შემდეგ, ახლა პირველად ვამბობ..." - რა უთხრა ბიძინა ივანიშვილმა დათო ოქიტაშვილს გიოზე

👉 ,,სურათი ამ წუთსაა გადაღებული... ჯანმრთელობა კი აქვს ძალიან შერყეული, მაგრამ ამასაც მოერევა" - დავით ლორთქიფანიძე სოსო ჯაჭვლიანზე