პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სოფო ჭყონია უკრაინელი ოჯახის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს.
„ოჯახი ირპინში ცხოვრობდა. ანატოლი, ქმარი, ომის პირველივე დღეებიდან მუშაობდა ქალაქის ტერიტორიულ დაცვაში, მუშაობდა ქალაქ ირპინში მუნიციპალური დაცვის თავმჯდომარის მოადგილედ. ის დამპყრობლებმა დახვრიტეს. მისი ცოლი იმ დროს ორსულად იყო, რომელიც ომის დროს ეხმარებოდა ადამიანებს საზღვარგარეთ ევაკუაციაში. ის ცხოვრობდა პოლტავაში.
მოხალისეები ანატოლის დაახლოებით ერთი თვე ეძებდნენ და სამწუხაროდ გარდაცვლილი იპოვეს (ცოლმა იმშობიარა 7 მაისს. უკვე ქმრის გარდაცვალების შემდეგ).
ქმარი საერთო საფლავში იპოვეს. ნაწამები და მოკლული. ოჯახს სჭირდება დახმარება: ფსიქოლოგიური, რეაბილიტაცია, ბავშვის საკვები. ჩვენი ფონდი იღებს შემოწირულობებს დაზარალებულთათვის,“- წერს სოფო ჭყონია.