პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბევრი ადამიანი ეძებს ვიღაცას, უფრო სწორად - ოჯახის დაკარგულ წევრს. ამის მაგალითი სოციალურ ქსელში ჯგუფი "ვეძებ" არის... ვიღაც გაყიდულს, ვიღაც მოპარულს, ვიღაც დაკარგულს ეძებს, ხან შვილს ეძებენ, ხან - დედას... ამჯერად, მანანა მახარობლიძე შვილიშვილს ეძებს, რომლის შესახებ არ იცოდა და როგორც მისი მონათხრობიდან ირკვევა, ახლა ხანს გაიგო...
სამწუხაროდ, პატარას მამა 7 წლის წინ ისე გარდაეცვალა, რომ გაცნობა ვერ მოასწრო. ბებიამ მხოლოდ შვილიშვილის დედის გვარი იცის... ის დახმარებას ითხოვს - იქნებ ვინმეს ეს ისტორია და გვარ-სახელები ეცნოს, გამოეხმაუროს და დაღუპული შვილის შვილთან დააკავშირონ... იქნებ, თავად გიოს შვილის დედამდეც კი მიაღწიოს შვილმკვდარი ქალის თხოვნამ...
"პრაიმტაიმი" ჯგუფში "ვეძებ" გამოქვეყნებულ პოსტს აქვეყნებს:
"მინდა, ეს ამბავი დავწერო, ერთადერთი შვილი დამეღუპა, უკვე 7 წელი ხდება... მას ანგელოზი შვილი ჰყავს, ესე იგი, მყავს შვილიშვილი, რომელიც მთელ ცხოვრებას მირჩევნია, მაგრამ ჩემი ფერია რუსეთში წაიყვანეს და უკვე სამი წელია არ მინახავს.
ისე ყოველდღე მაქვს კონტაქტი შვილიშვილთან. ახლა, ამ ზაფხულს ველოდები, მისი დედა გათხოვდა შვილიც ჰყავს, ქმარიც... მოკლედ ბედნიერი არის.
მოკლედ ახლა ხანს გავიგე, რომ თურმე, ჩემ შვილს ბიჭი ჰყოლია, რომელიც არც ჩემ შვილს სცოდნია და სანამ დაიღუპებოდა იმ გოგოს დაურეკავს, რომ შენ შვილი გყავსო... ის გოგოც გათხოვილი ყოფილა...
მიდიოდა ჩემი ბიჭი მის სანახავად, უნდა ენახა, გაეცნო, მაგრამ უფალთან წავიდა... იმ გოგოს სახელი არ ვიცი...
ვიცი მხოლოდ გვარი - ბასილაშვილი არის და არის ახმეტიდან ან ავნიდან. დავდებ ჩემი ბიჭის სურათს, იქნებ ვინმემ იცნოს ჩემი გიო და გამომეხმაურონ... ეს არის ჩემი შვილი..." - წერს მანანა მახარობლიძე.