პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
შიმშილისგან ხმამაღლა რომ არ ეტირა, ბავშვმა პირზე სკოჩი დაიკრა... ამ ერთ წინადადებაში ჩატეულ ერთი ოჯახის უმძიმეს ყოფაზე ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი წერს... როგორც ირკვევა, 38 წლის ქვრივი ქალი ორ შვილს ზრდის, უფროსი 14 წლის გოგოა, პატარა - 2 წლის ბიჭი. მათ ოჯახში ბებიაც ცხოვრობს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს...
"ჩემს ოჯახს ძალიან უჭირს. დედა სულ მარტოა ამდენი პრობლემის წინაშე. მინდა, მოვითმინო შიმშილი, სიცივე... და იმ ყველაფრის გარეშე ცხოვრება ვისწავლო, რაც არ მაქვს, თუმცა აუცილებელია არსებობისთვის...
მეუბნებიან, რომ ნაადრევად გავიზარდე, რადგან ასე ვიბრძვი... მაგრამ, რა ვქნა?! არ მინდა, დედა უფრო მეტად შევაწუხო... ერთხელ, როდესაც უფრო პატარა ვიყავი, შიმშილისგან ხმამაღლა რომ არ მეტირა, პირზე სკოჩი გადავიკარი... ვიფიქრე, ასე, ჩემს ხმას არავინ გაიგებდა...“ - ამბობს ნათია , ნათიას ამ სიტყვებმა. ღმერთო, ნუთუ შეიძლება, ჩემს საქართველოში მოზარდები ასეთ თემებზე საუბრობდნენ?! მათ ხომ ყველაფერი უნდა ჰქონდეთ ნორმალური ცხოვრებისათვის?!
ნათიას უმცროსი ძმა, ცოტნე გაუთავებლად ტირის, მას შია... 38 დედა მარტოხელაა...
ნინო ჯიქურაშვილი, მარტოხელა დედაა. ის ორ შვილთან და დედასთან ერთად, თბილისის გარეუბანში, ერთ პატარა ქოხში ცხოვრობს. ერთ ოთახში, რომლის ფართიც, სულ რაღაც თვრამეტიოდე კვადრატული მეტრია, ოთხ ადამიანს სუნთქვაც კი უჭირს...
მათ ორ პატარა ძველისძველ საწოლში, ერთად სძინავთ... ესაა საძინებელიც, სასადილოც, სამეცადინო ოთახიც და მისაღებიც... სახლში ცხოვრებისათვის შეუსაბამო პირობებია - ალაგ-ალაგ, ჭერიდან წყალი ჩამოდის... გარდა ამისა, სახურავზე გადაკრული (როგორც თავად ნინო ეძახის.) „სამხედრო რეზინი“, ჯანმრთელობისთვის საზიანოა. არ აქვთ ნორმალური ავეჯი, გათბობა, საოჯახო ტექნიკა... თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, საკვები და მედიკამენტებია, რასაც სოციალური დახმარების მცირეოდენი თანხა ვერასდროს ვერ სწვდება...
- ნინო, თუ შეიძლება, მოგვიყევით თქვენი გაჭირვების შესახებ...
- ჩემი გაჭირვება, დიდი ხანია დაიწყო. აქამდე ვიბრძოდი, როგორც შემეძლო, მაგრამ მომერია და დამაჩოქა. ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, თითქოს ცა ჩამოიქცა... ვეღარაფერს ვწვდები... ჩვენი საკვები მაკარონია... მაკარონი, ვერმიშელი... ისევ მაკარონი და ისევ ვერმიშელი... თუმცა, ხანდახან ესეც სანატრელი გვაქვს!
ოჯახში, ვინმე ავად თუ გახდა, იმაზე ფიქრი მკლავს, წამლები როგორ შევიძინო... ვუმკურნალო და სრულიად მშივრები დავრჩეთ?! ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ... ახლა, მხოლოდ უფლის და კეთილი ადამიანების იმედადღა დავრჩი... სანამ მეუღლე მყავდა, არ დამიწუწუნია, ასე თუ ისე, ვართმევდით თავს. მაგრამ, უცებ გამომეცალა ხელიდან, სულ რაღაც ხუთ დღეში... უნუგეშოდ დამტოვა...
- უბედური შემთხვევით გარდაიცვალა?
- არა. მოულოდნელად გახდა ცუდად. სიცხეს ვერ ვუგდებდით, ოთხი დღის განმავლობაში. მეხუთე დღეს სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ. ექიმებმა თქვეს: „მინინგიტიაო“ და საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა შემდეგ სამედიცინო ექსპერტიზამ ფარული ფილტვების ანთება დაადგინა. ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი... ეს იყო ყველაზე საშინელი დღე ჩემს ცხოვრებაში... გამომეცალა საყრდენი და ამის შემდეგ, ყველაფერი უკუღმა დატრიალდა...
- ამის შემდეგ, მარტოს გიწევთ პრობლემებთან გამკლავება... არავინ გეხმარებათ?
- მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, დედა გადმოვიდა ჩემთან საცხოვრებლად, რადგან ფსიქოლოგიურად ცუდად ვიყავი. საშინელი დეპრესია მქონდა. დედა მაშინ მუშაობდა. თუმცა, დღეში სულ რაღაც 5 ლარს უხდიდნენ, მშივრები მაინც არ ვრჩებოდით... მერე, დედასაც გაუჭირდა. ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ამჟამად, ხერხემალი აწუხებს. ფაქტობრივად, ახლა იქით მიწევს მისი დახმარება.
- არ მუშაობთ. როგორ ახერხებთ მხოლოდ სოციალური დახმარებით გადარჩენას?
- დალაგებაზე დავდივარ ხოლმე ხანდახან. თუ გამოჩნდება ღვთისნიერი ადამიანი და შემიკვეთავს სახლის დასუფთავებას, შრომა არ მეზარება... მაგრამ ყოველდღიურად მუშაობას ვერ ვახერხებ... ცოტნე სამი წლისაა. სახლში უამრავი საქმეა. დედა ვერ რეცხავს, ვერც ალაგებს, ხშირად შეუძლოდაა... სარეცხი მანქანა არ გვაქვს. არც ცხელი წყლის ფუფუნება გვხვდა წილად, ამიტომ ხშირად, მთელი დღე მიწევს ონკანთან დგომა და რეცხვა.
ოჯახის საქმეები დიდ დროს მართმევს. უფროსი გოგონა - ნათია 14 წლისაა. კარგად სწავლობს. არ მინდა, სწავლაში ხელი რომ შეეშალოს. ისედაც, ვერ ვახერხებ მატერიალურად ხელის შეწყობას - სასკოლო ნივთებსაც კი ვერ ვყიდულობ, კომპიუტერზე და ძვირადღირებულ ნივთებზე ზედმეტია საუბარი... ისეთი გაჭირვებით გავზარდე, ყოველთვის ყველაფერი აკლდა. მისთვის არ არსებობდა არც ტკბილეული არც სათამაშო... ვინმე გულკეთილი ადამიანი თუ გაიმეტებდა რაიმეს...
ერთი ისტორია მახსენდება მისი „პატარაობიდან“... ერთხელ, სახლში დავბრუნდი, ოთახში შევედი და ვხედავ, ნათიას ღაპაღუპით ჩამოსდის ცრემლები. ხატებს ეფერება და ამბობს: „ჩემო ლამაზო ღმერთო, ნეტა დედამ ერთი პური მოიტანოს, გევედრები, შენ გამოატანეო“. ძალიან მძიმე სანახავი იყო ეს სურათი... დღემდე არ მშორდება გონებიდან...
თუ ამ ოჯახის დახმარების სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ სასურველი თანხა ამ ანგარიშზე ჩარიცხოთ:
#GE15TB7194336080100003 #GE42LB0115113036665000# GE64BG0000000470458000.