პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება და საშუალო და მცირე საგრანტო პაკეტებს ითვალისწინებს.
საშუალო საგრანტო პაკეტის ღირებულება 5 000-დან 12 000 ლარამდე მერყეობს, მცირე საგრანტო პაკეტის მაქსიმალური ღირებულება კი 3 000 ლარია.
პროგრამის სამიზნე ჯგუფია სამინისტროს სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში გრძელვადიანი განსახლებით დაკმაყოფილებული ბენეფიციარები.
პროგრამა მორგებულია დევნილთა საჭიროებებს, რომლებიც წინასწარ ჩატარებული კვლევის საფუძველზე დადგინდა. კვლევის შედეგების ანალიზით პრიორიტეტულ მიმართულებებად დასახელდა სოფლის მეურნეობა და სურსათის გადამუშავება.
გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად, შემუშავდა საგრანტო პაკეტები, რომელთა შეთავაზება ხდება პროგრამის სამიზნე ჯგუფისათვის.
სოფლის მეურნეობის მიმართულებით, პროგრამის ფარგლებში, მხარდაჭერის სამი პაკეტია გათვალისწინებული:
მინი ტრაქტორი;
მოტობლოკი - ძირითადი იმპლემენტებით
მრავალწლიანი კულტურები.
სურსათის წარმოება-გადამუშავების სექტორში დასაფინანსებელი მიმართულებები შეზღუდული არ არის.
სრულყოფილად შევსებულ განაცხადთან ერთად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: განაგრძეთ კითხვა