პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სოციალური მომსახურების სააგენტოში ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების პროგრამა ფუნქციონირებს.
ფულადი დახმარება 1 000 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული. ნახეთ, ვის და როგორ შეუძლია ამ პროგრამით სარგებლობა.
შვებულების ანაზღაურება
ა) დამსაქმებელი - „საქართველოს შრომის კოდექსი" საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო;
ბ) დასაქმებული - „საქართველოს შრომის კოდექსი" საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს;
რის გამო მიეცემა დასაქმებულს დახმარება?
ა) ორსულობისა და მშობიარობის გამო;
ბ) ბავშვის მოვლის გამო;
გ) ახალშობილის შვილად აყვანის გამო.
იმ შემთხვევაში თუ დედას არ გამოუყენებია ანაზღაურებადი შვებულების დღეები ან გამოიყენა ნაწილი 183/200 დღიდან დარჩენილი დღეების გამოყენების უფლება აქვს მამას. ბავშვის მოვლის გამო შვებულების გამოყენებამდე დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს შესაბამისი დამსაქმებელი.
ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურებადი ნაწილის გამოყენება ხდება თანმიმდევრობით შესაბამისად 183 ან 200 კალენდარული დღის განმავლობაში.
რა ოდენობისაა დახმარება და ანაზღაურების რა პირობებია?
დახმარება გაიცემა სააგენტოს მიერ, მაგრამ ჯამურად არაუმეტეს 1000 ლარისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შემდეგი პრინციპით:
ა) ორივე დასაქმებული მშობლის მიერ შვებულების გამოყენების შემთხვევაში, გამოყენებული დღეების პროპორციულად, მაგრამ ჯამურად არაუმეტეს 1000 ლარისა;
ბ) ერთ-ერთი დასაქმებული მშობლის მიერ შვებულების გამოყენების შემთხვევაში-ჯამურად არაუმეტეს 1000 ლარისა;
გ) დასაქმებულ მშობელს (მამა) ბავშვის მოვლის გამო შვებულების დახმარება არ მიეცემა, თუ საჯარო მოსამსახურე დედამ სრულად ისარგებლა ორსულობისა და მშობიარობის ან ბავშვის მოვლის გამო შვებულებით ან ნაწილობრივ ისარგებლა და აუნაზღაურდა არანაკლებ 1000 ლარი. საჯარო მოსამსახურე დედის მიერ შვებულების ნაწილობრივ სარგებლობისას, თუ მიღებული ანაზღაურება 1000 ლარზე ნაკლებია, დასაქმებული მშობლისთვის (მამასთვის) ბავშვის მოვლის გამო შვებულების დახმარების ოდენობა გაანგარიშდება ორივე მშობლისათვის ჯამურად არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით.
დ) დასაქმებულს, რომელიც იმავდროულად არის საჯარო მოსამსახურე, ორსულობისა და მშობიარობის, ასევე ბავშვის მოვლის გამო, შვებულების დახმარება არ მიეცემა.