1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მომღერალი თათია კობალაძე, მანამ, სანამ ამერიკაში გაემგზავრება, ახალი სიმღერის შესახებ გვიყვება. მისი თქმით, სიმღერას, რომელიც დაახლოებით 20 დღის წინ ჩაწერა და ფართო საზოგადოებას გაუზიარა, გაჰიტებას უწინასწარმეტყველებენ.
„ერთ დღეს ქალბატონმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ სიმღერა ჰქონდა დაწერილი და ფიქრობდა, რომ მხოლოდ ჩემი ხმა მოუხდებოდა. ტექსტი და სიმღერა ერთად, ექსპრომტად რომ დავწერო, ძალიან იშვიათობააო. რომ გამომიგზავნა, გავგიჟდი, გადავირიე, ძალიან მომეწონა.
ზუსტად სამ დღეში ჩავწერე. დაახლოებით, 20 დღის წინ ავტვირთე იუთუბზე. ვინც მოისმინა, ყველა შოკშია, ძალიან მოსწონთ. მეუბნებიან, რომ ეს იქნება ჰიტი,“ - გვითხრა მომღერალმა.
მოუსმინეთ, სიმღერას სახელწოდებით „ბედისწერა“ ↓
ასევე ნახეთ:
⇒ Exclusive: „6 ეტაპი გავიარე...“ - ამერიკულ ნიჭიერში კიდევ ერთ ქართველს, თათია კობალაძეს ვიხილავთ