1732386875
Exclusive: „6 ეტაპი გავიარე...“ - ამერიკულ ნიჭიერში კიდევ ერთ ქართველს, თათია კობალაძეს ვიხილავთ
მომღერალი თათია კობალაძე, რომელიც წლების წინ მარინა ბერიძემ შესარჩევ ტურზე დაიწუნა და შემდეგ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტის წარმატებული მონაწილე გახდა, ამერიკულ „ნიჭიერში“ გამოჩნდება. ნუცა ბუზალაძის შემდეგ ის მეორე ქართველი იქნება, რომელიც თავის დამკვიდრებისთვის და გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
მომღერალმა „პრაიმტაიმს“ საკუთარ ემოციებს უმხელს.
თათია კობალაძე: - ყველა საჭირო საბუთი გაგზავნილი გვაქვს და ბოლო დეტალებია დარჩენილი. ძალიან დიდ მოლოდინში ვარ არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი მეგობრები, ოჯახი, აბსოლუტურად ყველა ვინც გაიგო, რომ ამერიკაში მეორე ქართველი მიდის.
6 ეტაპი გავიარე. აქედან, 4-ჯერ „ზუმით“ ჩავერთე. გავაგზავნე ანკეტა, ვიდეო... ახლა კი წავალ და ამერიკული „ნიჭიერის“ სცენაზე წარვდგები. იმედი მაქვს, რომ ზუსტად ისე მიგულშემატკივრებენ მეც, როგორც ნუცას. მაშინ მართლაც მთელი ქვეყანა გაერთიანდა, ძალიან საამაყო იყო...
- ნუცასთან თუ გაქვთ კომუნიკაცია, მოგცათ რჩევები?
- ნუცასთან კომუნიკაცია არ მაქვს, მე მივწერე და ვუთხარი, რომ ამერიკულ „ნიჭიერში“ გადავედი, მაგრამ მასაც ისეთი გრაფიკი ჰქონდა, ვერანაირად მოახერხებდა პასუხის დაბრუნებას. ეს აბსოლუტურად გასაგებია, რადგან ძალიან დატვირთული გრაფიკია და წარმომიდგენია, ამერიკაში, კონკურსებში როგორ იქნება.
- როგორი ემოციები გაქვთ, ღელავთ?
- მთელი ცხოვრება რომ ოცნებობ და ნელ-ნელა უახლოვდები ამას, ეს ძალიან მაგარია...
- ვინ გაძლევთ ძალას და მოტივაციას?
- ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები, აბსოლუტურად ყველა ძალიან მგულშემატკივრობს და დიდ მადლობას ვუხდი თითოეულს. ყველაზე მაგარი გულშემატკივრები ჩემი შვილები არიან. 14 და 10 წლის ბიჭი და გოგო მყავს. რომ გაიგეს ამერიკაში მივდიოდი, რა თქმა უნდა, მეტად მგულშემატკივრობენ და მეტად საამაყოა ეს მათთვის.
ასევე ნახეთ:
⇒ „უმამოდ გავიზარდე... ბავშვობიდან მიწევდა, რომ ვყოფილიყავი ძლიერი და დამოუკიდებელი“ - კრისტი პირადზე
⇒ „გთხოვთ, გაავრცელეთ... მეგობრებო, თქვენი დახმარება მჭირდება“ - გურული მარტოკაცის მიმართვა