პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ნინო კასრაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ბევრისთვის საყვარელი მსახიობი ხშირად ჩანს როგორც ტელეეკრანებზე, ისე თეატრის სცენაზე. ნინო იხსენებს პერიოდს, როცა თავს რეჟისორებისთვის უინტერესოდ მიიჩნევდა. მისი შეფასებით, იმ პერიოდში, ალბათ, თავისი გარეგნობა არ შეეფერებოდა კინოს სტანდარტებს.
„თავმდაბლობა ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი თვისება ადამიანის. ინსტიტუტი 21 წლის ასაკში დავამთავრე და უკვე 23 წლის ასაკიდან ვიყავი რუსთაველის თეატრში, რობერტ სტურუას სპექტაკლების ცენტრში. 10-15 წელიწადი თეატრს ვერ ვშორდებოდი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, უმნიშვნელოვანესი. ერთი სპექტაკლიდან მეორეში გადავდიოდი როგორც დროშა... იმ ასაკში არც ჩემი გარეგნობა, ალბათ, არც ჩემი შინაარსი არ შეეფერებოდა კინოს, მე ასე მგონია. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მერე უფრო საინტერესო გახდა, იმიტომ რომ ახალგაზრდობაში მაინც რაღაცნაირი გარეგნობა და სიხალასეა... მერე, როდესაც მათთვის უფრო საინტერესო გავხდი - მიღებენ“, - ამბობს მსახიობი ნინო კასრაძე.
გიორგი შენგელაიას 1996 წლის ფილმში „ორფეოსის სიკვდილი“ მთავარ როლებს ნინო კასრაძე და ზურა ყიფშიძე ასრულებენ. ეს ნინოს პირველი მთავარი როლი იყო მხატვრულ კინოში. როგორც მსახიობი ამბობს, ამ პერიოდში სრული ქაოსი და გაურკვევლობა იყო, გამომდინარე იქიდან, რომ დამოუკიდებლობა უშუქობასთან და უწყლობასთან თანხვედრაში ვერ მოდიოდა.
„დამოუკიდებლობა შეეჯახა უშუქობას, უწყლობას, არეულობას. იქ იყო სამოქალაქო ომიც. ძალიან დიდი ტრავმების პერიოდი იყო. მე მაშინ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი, ეს რა ფილმი იყო თავად გიორგი შენგელაიასთვის. მერე წლები რომ გავიდა, რეტროსპექტიულად ახლა უფრო ბევრი რამე ჩანს - თუ რა ადგილი უჭირავს ამ ფილმს ქართულ შემოქმედებაში, საზოგადოებასა და კინემატოგრაფიაში. ჩემთვის ეს იყო სასიყვარულო ისტორია ახალგაზრდა გოგოსა და ზრდასრული მამაკაცის, რომელიც ტრაგიკულად დამთავრდა. ძალიან წინასწარმეტყველური ფილმი აღმოჩნდა - მეც ვეკუთვნი იმ თაობას და ვიტყვი, რომ ჩვენ ბევრი რამ მოვიტანეთ, მაგრამ მე ვთვლი, რომ ბევრი რამ წავაგეთ“, - ამბობს მსახიობი.
ინფორმაციისთვის, ნინო კასრაძეს მონაწილეობა არაერთ ცნობილ სერიალსა თუ სპექტაკლში აქვს მიღებული. „ორფეოსის სიკვდილი“, „გასეირნება ყარაბაღში“, „ირინეს ბედნიერება“, „მაკბეტი“, „ჰამლეტი“ და სხვ. ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებული როლით გახდა.